ფილმის შესახებ: 1919 წელი. ომი დამთავრდა, და პარიზის ღამის ცხოვრება ავსებულია ვნებით და უკონტროლო სურვილებით. კაფე "როტონდაში",მხატვრების ელიტის შტაბ-ბინა, ჩვენ ვპოულობთ მაგიდას, რომელიც ვერ შეედრება ვერცერთ მაგიდას ისტორიაში: მაგიდასთან ზიან პიკასო, რივერა, კოქტო, სუტინი, უტრილო და მოდილიანი. ეს ამბავი სასტიკ მატოქეობაზე მოდილიანი და პიკასოს შორის. ორი ადამიანის შორის, რომლების შურიც ერთმანეთის მიმართ მათი ტალანტის, ქედმაღლობის და ვნებების ფონზეა. ყველაფერთან ერთად, ეს ამბავი უდიდეს ტრაგიკულ სიყვარულზეა ხელოვნების ისტორიაში...
Category: ფილმები |
Views: 649 |
Added by: ADMIN |
Date: 2011-09-03
|  |
პროფესიონალი მკვლელი, რომელიც მუშაობს კრიმინალურ ორგანიზაციაზე, გეგმავს საქმიდან წასვლას და მოსწავლედ აიყვანს თავისი ერთერთ მსხვერპლის შვილს, მოსწავლე ცდილობს პროფესიის ყველა დეტალს ჩაწვდეს და დაიკავოს საკუთარი ადგილი კრიმინალურ იერარქიაში. მაგრამ კრიმინალური სამყაროდან არავის ესე უბრალოდ არ უშვებენ...
Category: ფილმები |
Views: 510 |
Added by: ADMIN |
Date: 2011-09-03
|  |
მოკლე შინაარსი : ელისი აგრძელებს თავის მოღვაწეობას. იგი დადის სამყაროში, სადაც გავრცელებულია ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებს აქცევს უკვდავებად. მთავარი გმირი ეძებს ცოცხალ ადამიანებს, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. ელისს უწევს შეებრძოლოს კორპორაცია ''Umbrella''-ს. ამ დროს მის დასახმარებლად მოდის ელისის ძველი მეგობარი. იგი მას ჰპირდება, რომ გადაიყვანს უსაფრთხო ადგილას ლოს-ანჯელესში. მაგრამ ქალაქში ჩასულებს ათასობით ვირუსიანი ადამიანი ხვდებათ. მათ სასიკვდილო ხაფანგში ამოყვეს თავი
Category: ფილმები |
Views: 539 |
Added by: ADMIN |
Date: 2011-09-03
|  |
ფილმის შესახებ: მოზარდი ღარიბი კვარტლიდან დევიდ რეისი საკუთარ თავს ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდა ,სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ,რომ ერთი ადგილიდან მეორეში ტელეპორტაცია შეუძლია.ახალმა ნიჭმა მის წინაშე მთელი მსოფლიო გადაშალა.მას შეუძლია ნიუ–იორკში და ტოკიოში მოგზაურობა, რომში ანთიური ნანგრევების მონახულება,ევერესტის ნახვა ,20 განთიადის და დაისის ... და ეს ყველაფერი ერთ დღეში. ახლა მას ფული აღარ სჭირდება– შეუძლია იმდენის აღება ,რამდენიც უნდა.მაგრამ რაღაც მომენტში ის აღმოაჩენს ,რომ მასზე ნადირობაა გამოცხადებული.ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლო დაჯგუფებებს მათი განადგურება სურთ.მალევე დევიდი თავისი ახალი შესაძლებლობების ნამდვილ ფასს გაიგებს...
Category: ფილმები |
Views: 531 |
Added by: ADMIN |
Date: 2011-09-03
|  |
ფილმის შესახებ: XIX საუკუნის ბოლო. ჯონა ჰენკსი მოხეტიალე მონადირეა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ ვინმე დაიჭირონ, ან მიაკვლიონ... გმირი ხალხს ერიდება. ერთადერთი ვისთანაც მას კონტაქტი აქვს, ეს ლეილაა, რომელიც საროსკიპოში მუშაობს. ჯარისკაცების დავალებით მან უნდა იპოვოს კვენტინ ტერნბალი, რომელმაც შეკრიბა გარდაცვლილთა რაზმი, რომ გაათავისუფლოს სამხრეთი.
Category: ფილმები |
Views: 517 |
Added by: ADMIN |
Date: 2011-09-03
|  |
|